„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016291
12
06/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
190020020.35.147.016291
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5  დეკემბრის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/12/2022; 190020020.35.147.016276) დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის  2.1.4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1.4 ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 02 01 04)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური).

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის დევნილთა დასახლებაში 375 კვტ სიმძლავრის მზის ელექტოსადგურის მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადადგილებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი