,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017098
79/ნ
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
470230000.22.035.017098
,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2023 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/03/2019, 470230000.22.035.016595) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის (,,სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და მუნიციპალური (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები”):

1. მე-8 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამედიცინო საქმიანობის ყველა სუბიექტი, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, მათ შორის, ლაბორატორიები და კერძო პრაქტიკის მქონე ექიმები ვალდებულნი არიან შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების/მდგომარეობების (იხილეთ ცხრილი №1 და ცხრილი ამრ 1) დიაგნოზის დასმისას, მასზე ეჭვის მიტანისას ან მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის დადებითი შედეგის მიღებისას შეტყობინება გააგზავნონ სჯც-ში სათანადო წესით.“.

2. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის   121   მუხლი:

მუხლი 121. ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) ეპიდზედამხედველობა

 1. ნებისმიერი ლაბორატორია, რომელიც ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშებიდან მიიღებს ამრ ეპიდზედამხედველობის სამიზნე პათოგენს, ვალდებულია განსაზღვროს მათი რეზისტენტობის პროფილი ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის  (EUCAST) სტანდარტის გამოყენებით.

2. ამრ ეპიდზედამხედველობის მიზნით, ნებისმიერი ლაბორატორია ვალდებულია, გააგზავნოს ყოველთვიური შეტყობინება ცხრილი ამრ 1-ში ჩამოთვლილ პათოგენებზე, რომლებიც ამრ-ს დადგენის მიზნით ტესტირებულია ამავე ცხრილში მითითებული ანტიბიოტიკების მიმართ (EUCAST სტანდარტი), მიღებული რეზისტენტობის პროფილის მითითებით.

3. ნებისმიერი ლაბორატორია, რომელიც ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშიდან მიიღებს ამრ ეპიდზედამხედველობის სამიზნე პათოგენს, ვალდებულია თითოეულ შემთხვევაზე აწარმოოს პერსონალური აღრიცხვა ლაბორატორიული ელექტრონული საინფორმაციო სისტემის (LIS), WHONET (აპლიკაცია (Windows-თვის) მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული მონაცემების მართვისა და ანალიზისთვის) ან ექსელის ფორმატით; აღნიშნული ჩანაწერი ადგილზე უნდა ინახებოდეს საარქივო სახით მომდევნო 5  წლის მანძილზე.

4. იზოლატის შესახებ ჩანაწერი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ლაბორატორიის დასახელება, პაციენტის პირადი ნომერი, სახელი გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, კლინიკის კოდი, დეპარტამენტი, დაყოვნების ტიპი, ამბულატორიული ვიზიტის/ჰოსპიტალიზაციის თარიღი, ნიმუშის ნომერი, მასალის აღების თარიღი, ნიმუშის ტიპი, ორგანიზმი/პათოგენი, პათოგენის ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტის შედეგები ინტერპრეტაციით.

5. ყოველი კალენდარული თვის დასრულებისას, მომდევნო კალენდარული თვის 7 რიცხვამდე ჩანაწერების ერთი თვის ანგარიში ექსელის ფორმატით უნდა გადაიგზავნოს დკსჯეც-ში – ამრ ეროვნული ეპიდზედამხედველობის ჯგუფთან, ელმისამართზე: amrncdc@ncdc.ge ან მყარი მატარებლით.

6. ნებისმიერი ლაბორატორია, ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშებიდან, ამრ ეპიდზედამხედველობის ისეთი სამიზნე პათოგენის (სვეტი 1) იდენტიფიცირებისას, რომელიც EUCAST სტანდარტით განსაზღვრული რეზისტენტობის პროფილით შეესაბამება სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებულ რეზისტენტობის პროფილს (ცხრილი 1, სვეტი 3), ვალდებულია შედეგის მიღებიდან მომდევნო 72 საათში უზრუნველყოს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნა ამრ ეროვნული ეპიდზედამხედველობის ჯგუფთან დკსჯეც-ში/რეფერენს ლაბორატორიაში (ელ მისამართზე: amrncdc@ncdc.ge ან მყარი მატარებლით).

7. ნებისმიერი ლაბორატორია, რომელიც სისხლიდან და/ან ტავზურგ-ტვინის სითხიდან (თზს) მიიღებს ამრ ეპიდზედამხედველობის სამიზნე პათოგენს, სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული რეზისტენტობის პროფილით, ვალდებულია სასწრაფო შეტყობინებასთან ერთად უზრუნველყოს იზოლატის დადგენილი სტანდარტით მომზადება, რეფერენს ლაბორატორიაში გადასაგზავნად. შეავსოს იზოლატის თანმხლები ფორმა და კულტურის პასპორტი.

8. ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერი ბიოლოგიური სითხიდან (თზს) მიიღებს, ნებისმიერი ფენოტიპის Salmonella spp. (SALSPP), Shigella spp  ან Neisseria gonorrhea ამრ ეპიდზედამხედველობის სამიზნე პათოგენს, ვალდებულია სასწრაფო შეტყობინებასთან ერთად უზრუნველყოს იზოლატის დადგენილი სტანდარტით  მომზადება რეფერენს ლაბორატორიაში გადასაგზავნად. შეავსოს იზოლატის თანმხლები ფორმა და კულტურის პასპორტი.

9. ეროვნულ დონეზე მონაცემების ანალიზი წარმოებს ეროვნული ეპიდზედამხედველობის სისტემის მოთხოვნებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად.

 

„ცხრილი ამრ 1.

 

ამრ ზედამხედველობის სამიზნე პათოგენი

ამრ მგრძნობელობის სამიზნე ანტიბიოტიკები EUCAST სტანდარტით

სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული რეზისტენტობის პროფილი

იზოლატი გადაგზავნეთ რეფერალურ ლაბორატორიაში

1

2

3

E. coli (ESCCOL)

 და

K. pneumoniae (KLEPNE)

 

AMP ან AMX

AMC

TZP

CTX ან CRO

CAZ

GEN ან TOB

AMK

CIP ან LVX ან OFX

IPM ან MEM

ETP

COL (MIC)

Ampicillin/amoxicillin (ESCCOL მხოლოდ)

Amoxicillin-clavulanic acid

Piperacillin-tazobactam

Cefotaxime/ceftriaxone

Ceftazidime

Gentamicin/tobramycin

Amikacin

Ciprofloxacin/levofloxacin/ofloxacin

 

Imipenem/meropenem

Ertapenem

Colistin

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

 

კარბაპენემ რეზისტენტული

colistin-რეზისტენტული

ESBL ან მესამე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობა

 

P. aeruginosa (PSEAER)

 

TZP

CAZ

FEP

TOB

AMK

CIP ან LVX

IPM ან MEM

COL (MIC-based)

Piperacillin-tazobactam

Ceftazidime

Cefepime

Tobramycin

Amikacin

Ciprofloxacin/levofloxacin

Imipenem/meropenem

Colistin

 

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

 

კარბაპენემ რეზისტენტული

Colistin-რეზისტენტული

 

Acinetobacter spp. (ACISPP)

GEN or TOB

AMK

CIP or LVX

IPM or MEM

COL (MIC)

Gentamicin/tobramycin

Amikacin

Ciprofloxacin/levofloxacin

Imipenem/meropenem

Colistin

 

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

კარბაპენემ რეზისტენტული

colistin-რეზისტენტული

S. aureus (STAAUR)

FOX (screen)*

CIP or LVX ან OFX

VAN (MIC)

LNZ

RIF

Cefoxitine(screen)

Ciprofloxacin/levofloxacin/Moxifloxacin

 

Vancomycin

Linezolid

Rifampicin

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

 

MRSA, Vancomycin, ან  Linezolid, რეზისტენტული

S pneumoniae (STRPNE)

 

OXA (screen) და PEN (MIC)

თუ OXA=R

 

ERY ან CLR ან AZM

 

CTX ან CRO (ორივე MIC)

 

LVX ან MFX

 

Oxacillin/Penicillin MIC

 

 

Erythromycin/clarithromycin/azithromycin

 

 

Cefotaxime/ceftriaxone

 

 

Levofloxacin/moxifloxacin

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

levofloxacin/moxifloxacin-რეზისტენტული

ან

Oxacillin( benzilpenicillin MIC)- რეზისტენტული

E. faecalis (ENCFAE) და

E. faecium (ENCFAI)

AMP ან AMX

GEH

VAN

LNZ

Ampicillin/amoxicillin

High-level gentamicin

Vancomycin

Linezolid

მხოლოდ სისხლის ან თზს კვლევისას მიღებული

ampicillin რეზისტენტული E. faecalis

 

VRE  Linezolid - რეზისტენტული

Salmonella spp. (SALSPP)

CTX ან CRO

CAZ

CIP (MIC) ან LVX

IPM ან MEM

ETP

Cefotaxime/ceftriaxone

Ceftazidime

Ciprofloxacin/levofloxacin

Imipenem/meropenem

Ertapenem

ადამიანის ნებისმიერი ბიოლოგიური ნიმუშიდან იზოლირებული

ნებისმიერი ფენოტიპის

Shigella spp

 

-

ადამიანის ნებისმიერი ბიოლოგიური ნიმუშიდან იზოლირებული

ნებისმიერი ფენოტიპის

Neisseria gonorrhea 

 

-

ადამიანის ნებისმიერი ბიოლოგიური ნიმუშიდან იზოლირებული

ნებისმიერი ფენოტიპის

“.

3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  28.  ანალიზის მეთოდები – შემთხვევის/აფეთქების კვლევის მაჩვენებელი

„შემთხვევების/აფეთქებების კვლევა წარმოებს ცხრილი 1-ის (შეტყობინების, ანგარიშგებისა და ეპიდკვლევის მოთხოვნები ნოზოლოგიების მიხედვით) და ცხრილი ამრ 1 მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც საჭიროების მიხედვით განახლდება ცენტრის მიერ:

ა) თუ კვლევის მაჩვენებელი დაბალია (90%-ზე ნაკლები), უნდა გამოვლინდეს მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები;

ბ) ამგვარი ანალიზი სჯც-ს მიერ უნდა გატარდეს თვითშეფასების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი