„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017100
81/ნ
06/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
470230000.22.035.017100
„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2023 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/10/2018; 470230000.22.035.016534) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის („შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები“):

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია შრომის ინსპექციას შეატყობინოს პროგრამის მსმენელების რაოდენობის ზრდის თაობაზე სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო შემცირების შემთხვევაში – ამგვარი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 3 დღისა (შეტყობინებას უთანაბრდება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მსმენელთა ცვლილების თაობაზე ფაქტის რეგისტრაცია).“;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკულ სწავლებაზე მსმენელთა დასწრების აღრიცხვა და ყოველი პრაქტიკული სწავლების დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში პროგრამის მსმენელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – შრომის ინსპექციისთვის შეტყობინების გაგზავნა ელ.ფოსტის ან ცხელი ხაზის (15 75) საშუალებით.

9. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია აკრედიტაციის კომისიის სამდივნოსთან წერილობითი ფორმით შეათანხმოს პროგრამის მსმენელთა სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციაში გადაყვანის საკითხი, თუ:

ა) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია, არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს მსმენელისთვის ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე სასწავლო მოდულ(ებ)ის სწავლებას;

ბ) პროგრამას აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა/შეუწყდა აკრედიტაცია.“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსი 31 პუნქტი:

„31. აკრედიტებული ორგანიზაციისთვის პრაქტიკის ობიექტის დამატება/ჩანაცვლების საკითხს განიხილავს აკრედიტაციის კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა უმრავლესობით, ელექტრონულ ფოსტაზე წერილობით გამოგზავნილი გადაწყვეტილებით ან საერთო წესით (აკრედიტაციის კომისიის სხდომაზე, აკრედიტაციის მინიჭებისათვის ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით).“.

3. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ - „ვ“ქვეპუნქტები:

„დ) აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ პრაქტიკის ობიექტის დამატება/ჩანაცვლების შემთხვევაში, შეისწავლოს პრაქტიკის ობიექტის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან (ამ მიზნით უფლებამოსილია მოითხოვოს ორგანიზაციაში არსებული სამუშაო პროცესის ძირითადი ნაწილის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა ან განახორციელოს ობიექტის შესწავლა ვიზუალური დათვალიერებით);

ე) ამ წესის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ან/და პროგრამის მსმენელის განცხადების საფუძველზე, განახორციელოს პროგრამის მსმენელის ერთი აკრედიტებული ორგანიზაციიდან სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციაში გადასვლის პროცესის ადმინისტრირება, ამ ორგანიზაციაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში (არაუმეტეს ამ წესით განსაზღვრული თითოეულ ჯგუფში დასაშვები მსმენელების რაოდენობისა);

ვ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციიდან მოითხოვოს სრული, წერილობითი ინფორმაცია პროგრამის მსმენელის მიერ გავლილი სასწავლო მოდულების თაობაზე, ასევე იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ ხდება აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ პროგრამის მსმენელისთვის სათანადო სასწავლო მოდულის შეთავაზება.“.

4. მე-19 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მსმენელს აკრედიტებული ორგანიზაცია (სადაც რეგისტრირებულია პირი მსმენელად) ვერ სთავაზობს ამ წესით განსაზღვრული მოდულების შესაბამისად სასწავლო კურსს ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რაც შეუძლებელს ხდის პროგრამის მსმენელის მიერ სასწავლო კურსის ამ ორგანიზაციაში დასრულებას, პროგრამის მსმენელი უფლებამოსილია:

ა) მიმართოს აკრედიტაციის კომისიის სამდივნოს პირადი განცხადებით, სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციაში გადასვლის თაობაზე;

ბ) მოითხოვოს აკრედიტებული ორგანიზაციისგან (სადაც რეგისტრირებულია პირი მსმენელად) გავლილ სასწავლო მოდულებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა.“.

5. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის №1.3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი