,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016592
27
01/11/2023
ვებგვერდი, 02/11/2023
010250050.35.116.016592
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2023 წლის 1 ნოემბერი

ქ. ცაგერი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.  ზედამხედველობის  სამსახურის  საჯარო   მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინონ საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსი“ 552,  556,  642, 771, 772, 82​5 , 103-ე,   125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135, 1351 , 1461, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1528, 1533  მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662,1728 ,1729 მუხლებით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  31–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 130-138-ე  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი