„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017750
407
01/11/2023
ვებგვერდი, 01/11/2023
190040000.22.033.017750
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №407

2023 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებულ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-8  და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა მოთხოვნას მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget), გარდა ამ მუხლის მე-9, 91 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლები მოთხოვნას, მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ პუნქტი:

„91. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს  საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები  მოთხოვნას მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).“.

2. მე-2 მუხლის:

 ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესის პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სკოლების ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობებს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:

„12. ამ წესის პირველი მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობებს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობების დადასტურების შემდგომ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი