ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 21/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.007.071
  • Word
83
14/02/2005
სსმ, 20, 21/02/2005
190.010.000.22.033.007.071
ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.007.071

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 83

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:

1. ,,ბიუჯეტების შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №31,  მუხლი 265) დამტკიცებულ №1 დანართში დამატებულ იქნეს შემდეგი სახაზინო კოდები:

1139 – დღგ არაყზე, ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციიდან

1140 – აქციზი არაყზე, ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციიდან

2196 – დღგ არაყზე, იმპორტირებული პროდუქციიდან

2197 – აქციზი არაყზე, იმპორტირებული პროდუქციიდან

2198 – საბაჟო გადასახადი არაყზე, იმპორტირებული პროდუქციიდან

3280 – რესპუბლიკური დაქვემდებარების შენობებისა და ნაგებობების იჯარით მიღებული შემოსავლები

3281 – რესპუბლიკური დაქვემდებარების მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების იჯარით მიღებული შემოსავლები

3282 – რესპუბლიკური დაქვემდებარების სხვა არაკლასიფიცირებული სახელმწიფო ქონების იჯარით მიღებული შემოსავლები

3283 – ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის

3284 – ჯარიმა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის, გადახდევინებული ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ

4129 – ჯარიმა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის, გადახდევინებული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ

3285 – რესპუბლიკური დაქვემდებარების ბინების და აგარაკების გაყიდვით მიღებული შემოსავლები

3286 – რესპუბლიკური დაქვემდებარების შენობებისა და ნაგებობების გაყიდვით მიღებული შემოსავლები

3287 – რესპუბლიკური დაქვემდებარების მანქანა-დანადგარების გაყიდვით მიღებული შემოსავლები

3288 – სხვა არაკლასიფიცირებული რესპუბლიკური დაქვემდებარების ობიექტების გაყიდვით მიღებული შემოსავლები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი