„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016026
26/ნ
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
310150000.77.090.016026
„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №26/ნ

2023 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016013) დამტკიცებულ „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის  გაცემის  წესში“ (დანართი №3) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სერტიფიკატის/ბარათის მფლობელის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორიის დამატების (C+E და D ან D+E) შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე