დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016029 |
|
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №09/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/09/2022, 310150000.77.090.016009) დამტკიცებულ „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პრაქტიკული ტესტირება – სატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკული დავალება, რომელიც გულისხმობს „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ განსაზღვრული მანევრების შესრულებას და რომელიც ამ წესის შესაბამისად დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე ტარდება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“-„ზ3“ ქვეპუნქტები: „ზ1) თეორიული ტესტირება – ტესტირება, რომელიც ამ წესის შესაბამისად ტარდება ელექტრონული სახით ან/და სხვა საშუალებით და მოიცავს ტესტურ დავალებებს ან/და პრაქტიკულ დავალებებს; ზ2) ტესტური დავალებები – კითხვები, რომლებიც საჭიროებს ერთი სწორი პასუხის არჩევას რამდენიმე ვარიანტიდან ან რომლებიც საჭიროებს პირდაპირ პასუხს; ზ3) პრაქტიკული დავალებები – კაზუსური ტიპის ღია კითხვები/სავარჯიშოები;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 აკადემიური საათით.“; ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თეორიული ტესტირება მოიცავს ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ დავალებებს. 5. ტესტურ დავალებებში მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75%, ხოლო პრაქტიკულ დავალებებში - 60%. ამასთან, პრაქტიკულ დავალებებში მინიმალური გამსვლელი დონე თითოეული მოდულისთვის განისაზღვრება არანაკლებ 50%-ით. 6. თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა ტესტური დავალებების შემთხვევაში განისაზღვრება 2 საათით, ხოლო პრაქტიკული დავალებების შემთხვევაში – 3 საათით.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სწავლების საერთო ხანგრძლივობად საწყისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად განისაზღვრება 70 აკადემიური საათი.“; ბ) მე-8–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საწყისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ტესტირება, ხოლო პერიოდული გადამზადებისათვის და შემოკლებული სწავლების შემთხვევაში ტარდება მხოლოდ თეორიული ტესტირება. 9. თეორიული ტესტირება მოიცავს ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ დავალებებს. 10. პრაქტიკული მეცადინეობა მიზნად ისახავს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარ-ჩვევების დაუფლებას. მეცადინეობა ტარდება სპეციალურ მოედანზე, დაინტერესებული პირის მიერ მითითებული განცხადების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების კატეგორიით; ბ) პრაქტიკული ყოველდღიური საქმიანობის მიმდევრობის და სპეციფიკური საკითხების შესწავლას, რაციონალურ მართვაში მომზადებას, ზოგადი პრინციპების გაცნობას და მის რეალურ განხორციელებას; გ) მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში, ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესში რაციონალური და უსაფრთხო წესების სწავლებას, ფორსმაჟორული შემთხვევებისას განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების და შშმ პირების ხელშეწყობის აპრობირებული ტექნოლოგიების გაცნობას. 11. თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა ტესტური დავალებების შემთხვევაში განისაზღვრება 2 საათით, ხოლო პრაქტიკულ დავალებების შემთხვევაში – 3 საათით.“; გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-13-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ტესტურ დავალებებში მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 60%, ხოლო პრაქტიკული დავალებებში, ასევე – 60 %. 14. შემოკლებული სწავლების (მძღოლებისთვის, რომელთაც მართვის მოწმობა მიღებული აქვთ 2015 წლამდე) შემთხვევაში თეორიული ტესტირება მოიცავს მხოლოდ ტესტურ დავალებებს და დაინტერესებულ პირს ეძლევა 30 საკითხი მომზადების კურსის მიხედვით. ამასთან, თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 წუთით, ხოლო მინიმალური გამსვლელი დონე – 75%-ით.“. 4. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით ტარდება თეორიული ტესტირება, რომელიც მოიცავს მხოლოდ ტესტურ დავალებებს და ყოველ კანდიდატს შესაბამისი კურსის მიხედვით ეძლევა საკითხები შემდეგი რაოდენობით: ა) მომზადების საბაზო კურსიდან – 30 კითხვა; ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზირებული კურსიდან – 20 კითხვა; გ) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსიდან – 20 კითხვა; დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსიდან – 20 კითხვა.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 წუთით. 8. თეორიული ტესტირების მინიმალური გამსვლელი დონე განისაზღვრება 75%-ით.“. 5. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირი სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის კვალიფიკაციას მოიპოვებს სასწავლო ცენტრში თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის პროფესიული მომზადების მოწმობის გაცემის საფუძველზე.“; ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიული ტესტირება, რომელიც მოიცავს ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ დავალებებს. 5. ტესტური დავალებების რაოდენობა განისაზღვრება 50 ტესტით. 6. ტესტურ დავალებებში მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75%, ხოლო პრაქტიკული დავალებებში - 60%.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა ტესტური დავალებების შემთხვევაში განისაზღვრება 2 საათით, ხოლო პრაქტიკული დავალებების შემთხვევაში - 1 საათით.“. 6. მე-8 მუხლის: ა) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიული ტესტირება, რომელიც მოიცავს მხოლოდ ტესტურ დავალებებს. 5. ტესტური დავალებების რაოდენობა განისაზღვრება 30 ტესტით. 6. თეორიული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75%.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 საათით.“. 7. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. თეორიული ტესტირება 1. სააგენტო თავის უფლებამოსილებას, ტესტირების ორგანიზება/ჩატარების მიმართულებით, უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო ცენტრის და სხვა (სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის საფუძველზე განსაზღვრული) უფლებამოსილი პირების მეშვეობით. 2. თეორიული ტესტირება ტარდება ელექტრონული სახით ან/და სხვა საშუალებით. ამასთან, პრაქტიკული დავალებების შედეგი აისახება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში. 3. ტესტირება ტარდება დაინტერესებული პირის მიერ სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში. 4. ტესტური დავალებების შედეგი დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკულ დავალებებში ტესტირების შედეგი - სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საგამოცდო ოქმის საფუძველზე, სატელეფონო ან/და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით. 5. თეორიულ ტესტირებაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა გულისხმობს თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობას. 6. დაინტერესებული პირის ტესტურ დავალებებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომცდელი ვალდებულია საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (edocument) მეშვეობით საკვალიფიკაციო ცენტრის ხელმძღვანელს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო პრაქტიკულ დავალებებში გამოუცხადებლობა აღინიშნება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში. 7. თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირი უფლებამოსილია გაიაროს უფასო განმეორებითი თეორიული ტესტირება. ამასთან, უფასო განმეორებით თეორიულ ტესტირებაზე გასვლის უფლებამოსილება დაინტერესებულ პირს შეუძლია სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, რის თაობაზეც გამომცდელი დაინტერესებულ პირს აცნობებს თეორიული ტესტირების დაწყებამდე. 8. უფასო განმეორებითი თეორიული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას და შესაბამის ტესტირებას. 9. მძღოლის ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მფლობელ პირს, ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ვადით ბარათის მისაღებად უფლება აქვს სწავლების/ტრენინგის გარეშე გაიაროს მხოლოდ ერთჯერადი ტესტირება, რომლის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა მძღოლის ბარათი. ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას და შესაბამის ტესტირებას. მუხლი 10. პრაქტიკული ტესტირება 1. სატრანსპორტო საშუალების მართვაში პრაქტიკული ტესტირება მიზნად ისახავს უსაფრთხოების წესების დაცვით რაციონალურ მართვაში მომზადების შეფასებას, უსაფრთხოების წესების დაცვით სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის ერთობლივ ექსპლუატაციას (შესაბამისი მანევრირება) დადგენილი წესების შესაბამისად. 2. სატრანსპორტო საშუალების მართვაში პრაქტიკული ტესტირება ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ამასთან, პრაქტიკული ტესტირების მიმდინარეობისას ვიდეო- და აუდიო მონიტორინგი ხორციელდება ასევე სატრანსპორტო საშუალების კაბინაში. 3. პრაქტიკული ტესტირებისას დაინტერესებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ განსაზღვრული მანევრები. 4. პრაქტიკულ ტესტირებაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა გულისხმობს პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობას. პრაქტიკულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აღინიშნება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში. 5. პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირი უფლებამოსილია გაიაროს უფასო განმეორებითი პრაქტიკული ტესტირება სხვა ჯგუფთან ერთად. განმეორებითი უფასო პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს დამატებით კვლავ ეძლევა უფლება გაიაროს ორი განმეორებითი ფასიანი პრაქტიკული ტესტირება სხვა ჯგუფთან ერთად. 6. ორი განმეორებითი ფასიანი პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას და შესაბამის ტესტირებას. 7. პრაქტიკული ტესტირების მიმდინარეობისას დაინტერესებულ პირს შესასრულებელი მანევრებიდან აქვს მხოლოდ 1 შეცდომის დაშვების უფლება. ამასთან, დაინტერესებული პირი ვალდებულია ერთჯერადად, განმეორებით, უშეცდომოდ შეასრულოს შეცდომით შესრულებული მანევრი. 8. პრაქტიკულ ტესტირებაში დაშვებულ შეცდომებს გამომცდელი აღნიშნავს „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში. 9. ტესტირების დამთავრებისას გამომცდელი ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ პირს მის მიერ დაშვებული შეცდომები და აცნობოს საბოლოო შედეგი. პრაქტიკული ტესტირების შედეგის შეფასების ოქმს ხელს აწერს გამომცდელი და დაინტერესებული პირი. დაინტერესებული პირის მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში პრაქტიკული ტესტირების შედეგი ჩაითვლება გაცნობილად.“. 8. დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ტესტირების შედეგები 1. თეორიული ტესტირების შედეგები მოწმდება ტესტირების პროგრამით ან/და სხვა საშუალებით. 2. პრაქტიკულ დავალებებში ტესტირების შედეგი დაინტერესებულ პირს ეცნობება 3 სამუშაო დღის ვადაშიб სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საგამოცდო ოქმის საფუძველზე, სატელეფონო ან/და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით. 3. დაინტერესებული პირის მიერ თეორიული ან/და პრაქტიკული ტესტირების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები