„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017144
105
03/11/2023
ვებგვერდი, 06/11/2023
010320040.22.026.017144
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოსთავდაცვის მინისტრის

ბრძანება №105

2023 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017065) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავდაცვის კოდექსი;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავდაცვის კოდექსი;“.

3. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე მუხლი:

„მუხლი 34. ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების  აკრედიტაციის განყოფილების (SAA) სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორიაპირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები).

2.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;

თ) „საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის №610 დადგენილება;

ი) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №345 დადგენილება;

კ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №161 დადგენილება;

ლ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის №168 დადგენილება;

მ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №264 დადგენილება;

ნ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018  წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

3. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე.

4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ასევე კომპიუტერული, საოფისე ტექნიკისა და ქსელური სისტემების კარგად ცოდნა.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე