დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.169.016003
19
31/10/2023
ვებგვერდი, 01/11/2023
000000000.00.169.016003
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  განკარგულება №19

2023 წლის 31 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო
 

 

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა. ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის239 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესისმე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის 01/2152 წერილის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკს მიენიჭოს „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელი.

2.  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორცილება.

3.  მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.   განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5.  განკარგულება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

6.  განკარგულების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარი პაპიაშვილი