დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.024265 |
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71 1. ნარკოლოგიური საქმიანობის (ჩანაცვლებითი თერაპია) და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. 2. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე. 3. სააგენტო ვალდებულია, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით (სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს სტომატოლოგიური საქმიანობა. 4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.“. 2. 71 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი: „ მუხლი 72. სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე, ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით („სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილ პირობებთან, ამასთან, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტებისთვის ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ტექნიკური რეგლამენტის საერთო მოთხოვნებთან ერთად სავალდებულოა დადგენილების ამოქმედებისთანავე.“. 3. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავი („სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები