დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა - მეურვეთა კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა – მეურვეთა კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 144-ე მუხლის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურები.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმი
2023 წლის 30 ოქტომბერი
№82-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები