„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016391
21
30/10/2023
ვებგვერდი, 01/11/2023
010250050.35.141.016391
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 30 ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2023 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/02/2023 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016374) შეტანილი შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის  და მუდმივი ბიანდრობის მქონე  სხვა ქვეყნის  მოქალაქეებისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული  იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებელთა ( ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა  ოდენობას.“.

2. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მუხლი 28¹

„მუხლი 28¹.  უშვილობის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მასთან დაკავშირებული  სამედიცინო მომსახურების დაფინანსება:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები უშვილო წყვილების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომლებიც არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში, დაუფინანსდეთ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო მომსახურებისთვის ბოლო 12 თვის მანძილზე გადასახდელი/გადახდილი თანხა შემდეგი ლიმიტებით:

ა) თუ სამედიცინო მომსახურებისთვის  გადასახდელი/გადახდილი თანხა შეადგენს 1000-დან 5000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდეთ 1000 ლარის ოდენობით;

ბ) თუ სამედიცინო მომსახურებისთვის  გადასახდელი/გადახდილი თანხა შეადგენს 5000-დან 10 000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდეთ 1500 ლარის ოდენობით;

გ) თუ სამედიცინო მომსახურებისთვის  გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება  10 000 ლარს ერთჯერადად დაუფინანსდეთ 2000 ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.ზ) ქორწინების მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან