დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016503 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016482), კერძოდ:
- გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 4 845 737,09 ლარით: 1. გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოსავლები 404 600 ლარით; კერძოდ: დამატებული ღირებულების გადასახადი (ორგანიზაციული კოდი 114) – 404 600 ლარით; 2. გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში სხვა შემოსავლები 524 900 ლარით; - მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის (ორგანიზაციული კოდი 14151) – 409 000 ლარით; - შემოსავლების პროცენტებიდან (ორგანიზაციული კოდი 1411) – 115 900 ლარით; 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანხმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო - 19 418,15 (ცხრამეტიათას ოთხას თვრამეტი ლარი და 15 თეთრი) ლარი; 4. UNDP – ის (გაერო) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში №00127324 საგრანტო პროექტის სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო - 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 5. 2023 წლის 7 სექტემბრის №1607 განკარგულებით შევიდა ცვლილება 20 იანვრის საქართველოს მთავრობის №116 განკარგულებაში ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 820 000 (ერთიმილიონ რვაას ოციათასი) ლარი; 6. 2023 წლის 4 სექტემბრის №1592 განკარგულებით შევიდა ცვლილება 2022 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 1096268 (ერთიმილიონ ოთხმოცდათექვსმეტიათას ორას სამოცდარვა ლარი) ლარი; 7. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ივნისის №1085 განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სამგზავრო ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვის მიზნით გამოეყო - 274 800 (ორასსამოცდათოთხმეტიათას რვაასი) ლარი; 8. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 სექტემბრის №1640 განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი მანქანების მრავალწლიანი შესყიდვის მიზნით გამოეყო - 400312 (ოთხასიათას სამას თორმეტი) ლარი; 9. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 სექტემბრის №1740 განკარგულებით ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, დაზარალებული მოსახლეობის სასტუმროში გადაყვანისა და სასტუმრო ხარჯების დაფინანსების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარი; 10. ასევე დაზუსტდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის და საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა, კერძოდ: 2023 წლის 23 იანვრის საქართველოს მთავრობის №147 განკარგულებით ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 125438,94 (ასოცდახუთიათას ოთხას ოცდათვრამეტი ლარი და 94 თეთრი) ლარი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. ა) გაიზარდოს შემოსავლები: კაპიტალური ტრანსფერები (პროგრამული კოდი 1.3.3.2.1.1.2.) – 125438,94 ლარით; ბ) შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელები: საჯარო და სამრევლო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი - 04 02 01– 61.1.1.2.) – 125438,94 ლარით; - შესაბამისად გაიზარდოს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანხმად გამოყოფილი თანხით საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდაჭერა (ორგანიზაციული კოდი - 04 02 03– 2.2.) – 19418,15 ლარით; 2. UNDP – ის (გაერო) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში № 00127324 საგრანტო პროექტის სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი - 07 01 03 – 2.8.2.1.) – 50 000 ლარით; 3. 2023 წლის 7 სექტემბრის №1607 განკარგულებით (ცვლილება 20 იანვრის საქართველოს მთავრობის №116 განკარგულებაში) გამოყოფილი თანხით, სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 61.1.1.11.) – 1 820 000 ლარით; 4. 2023 წლის 4 სექტემბრის №1592 განკარგულებით (ცვლილება საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებაში) გამოყოფილი თანხით, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02– 61.1.1.5.) – 1 007 170 ლარით; 5. 2023 წლის 4 სექტემბრის №1592 განკარგულებით (ცვლილება საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებაში) გამოყოფილი თანხით, წყალსადენის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01– 61.1.1.11.) – 89 098 ლარით; 6. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ივნისის №1085 განკარგულებით გამოყოფილი თანხით, საგზაო მოძრაობის ორგანიზება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 01 03– 61.1.1.11.) – 274 800 ლარით; 7. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 სექტემბრის №1640 განკარგულებით გამოყოფილი თანხით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 01 01 02– 61.1.1.11.) – 400 312 ლარით; 8. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 სექტემბრის №1740 განკარგულებით გამოყოფილი თანხით, სტიქიის პრევენცია და შედეგების ლიკვიდაცია, სხვა ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 02 10 – 2.8.2.1.18) – 130 000 ლარით; 9. საკუთარი შემოსავლებიდან შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 04 02– 61.1.2.11.) – 100 000 ლარით; 10. საკუთარი შემოსავლებიდან გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 02 07 03– 2.5.) – 20 000 ლარით; 11. საკუთარი შემოსავლებიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 02 08– 2.5.) – 11 000 ლარით; 12. საკუთარი შემოსავლებიდან ნარჩენების გატანა, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 03 01 02– 2.5.) – 57 000 ლარით; 13. საკუთარი შემოსავლებიდან ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 03 01 03– 2.5.) – 253 000 ლარით; 14. საკუთარი შემოსავლებიდან სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება, არაფინანსური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი - 04 01 02– 61.1.1.2.) – 50 000 ლარით; 15. სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობასუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 02 – 2.5.) – 30 000 ლარით; 16. სპორტული კლუბების ხელშეწყობა, შ.პ.ს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი მერცხალი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 03 – 2.5.) – 20 000 ლარით; 17. საკუთარი შემოსავლებიდან სპორტული კლუბების ხელშეწყობა, ა(ა)იპ რაგბის განვითარების კავშირი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 03 – 2.5.) – 320 000 ლარით; 18. საკუთარი შემოსავლებიდან კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა , სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 02 01– 2.5.) – 50 000 ლარით; 19. საკუთარი შემოსავლებიდან კულტურის ობიექტების დაფინანსება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 02 04 – 2.5.) – 10 000 ლარით; 20. საკუთარი შემოსავლებიდან კულტურის ობიექტების დაფინანსება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 02 04 – 2.5.) – 8500 ლარით; - შემცირდეს: 21. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 01 04 – 2.7.) – 80 000 ლარით; 22. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 01 – 2.7.) – 50 000 ლარით; 23. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 04 – 2.7.) – 80 000 ლარით; 24. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 11 – 2.7.) – 45 000 ლარით; 25. გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02– 61.1.1.5.) – 1 024 400 ლარით - შესაბამისად გაიზარდოს: 26. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (ორგანიზაციული კოდი - 06 02 07 – 2.7.) – 60 000 ლარით; 27. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 08 – 2.8.2.1.) – 195 000 ლარით; 28. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 01 01 02– 61.1.1.11.) – 200 000 ლარით; 29. საგზაო მოძრაობის ორგანიზება, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 03– 61.1.1.11.) – 824 400 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 55030,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 30792,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 20530,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3707,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 34544,05 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 39610,31 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 40460,31 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 850,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 19 124,07 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 20486,24 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 19238,97 ათასი ლარით:
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება შესაბამისი წლის განმავლობაში. ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 402,3 ათას ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 287,4 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
(პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 43 368 740 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
(პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 103 000 ლარი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 9 560 210 ლარი
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
(პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 6 726 500 ლარი
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 623 510 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2023 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
მუხლი 18.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 07 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 315 000 ლარი
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
ოზურგეთის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 20.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 22 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 23 |
2023 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 24 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 25 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 26 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 27.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 28.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 450,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 205,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 162,0 ათასი ლარი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება 73,0 ათ. ლარი; დ) სარიტუალო დახმარება 10,0 ათ. ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 29.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-17 მუხლის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები