„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024263
430
30/10/2023
ვებგვერდი, 31/10/2023
300160070.10.003.024263
„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №430 

2023 წლის 30 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2017, 300160070.10.003.020109) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის − 2025 წლის 1 ივნისიდან.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული  „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) ინსპექტირების  ორგანო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს იმ სახელოსნოს (შემდგომში − სახელოსნო) ნაწილს, რომელსაც შეუძლია ასევე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი, შემოწმება, მოწყობილობის შეკეთება, ტექნიკური მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრება – ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება და შემოწმება

1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა, მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით  დადგენილ  მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება, გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით  დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს. 

2. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ არ უნდა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას იმ დროს, როცა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს დადგენილი სიჩქარით.

3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ ნაკლებად დაექვემდებაროს კოროზიას, ცვეთას და დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან.

4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.

5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გარემოცულ ელექტრომაგნიტულ ველში და არ უნდა შეუქმნას ელექტრომაგნიტური დაბრკოლება ამ ველში მოქმედ სხვა დანადგარებისა და მოწყობილობების ფუნქციონირებას.

6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილის ტიპი უნდა იყოს დამტკიცებული „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობებისა და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმების საფუძველზე.

7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება დაამონტაჟოს, ტექნიკური მომსახურება გაუწიოს, შეაკეთოს ან შეამოწმოს მხოლოდ იმ სახელოსნომ, რომელსაც გააჩნია მისგან დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო და რომელიც შეტანილია სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხაში.

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების ნუსხის დამტკიცებას, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის  მე-2,  მე-3,  მე-5,  მე-8, მე-9 და მე-11 − მე-17 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

9. არასანქცირებული ჩარევისაგან  (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მიწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტი უნდა იყოს დალუქული.

10. სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.

11. სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ ინსპექტირების ორგანოში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდული ინსპექტირების გარდა სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების განხორციელების საფუძველია:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება;

ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შეკეთება, თუ მან გავლენა მოახდინა მის გამართულ ფუნქციონირებაზე ან გამოიწვია მასზე და/ან მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაზიანება;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების ეფექტიანი გარშემოწერილობის ცვლილება.

13.  სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის  ინსპექტირებისას მოწმდება:

ა) მისი მუშაობის სისწორე სათანადო მოწყობილობით;

ბ) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;

გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა;

დ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;

ე) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.

14. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაკალიბრებას.

15. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.

16. ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) გადასცემს შესაბამის ინსპექტირების ანგარიშს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ანგარიშის ნომერს და განხორციელებული ინსპექტირების თარიღს. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ინსპექტირების განხორციელების შესაბამის საფუძველს;

ბ) იმ სახელოსნოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით მინიჭებული ნომერი), რომლის ნაწილია შესაბამისი ინსპექტირების ორგანო;

გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მონაცემებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;

დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);

ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოდელსა და ნომერს;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის მონაცემებს;

ზ) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი  ხარვეზების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);

თ) შემდგომი პერიოდული ინსპექტირების თარიღს.

17. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების შედეგებზე დადებითი ანგარიში გაიცემა სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ამ რეგლამენტთან შესაბამისობის შემთხვევაში, რომელსაც ხელს აწერს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი. ინსპექტირების ანგარიშის (დადებითი ან უარყოფითი) ერთი პირი ინახება ამ მუხლის 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.

18. აკრძალულია იმ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა პერიოდული ინსპექტირება დადგენილ ვადებში და/ან ინსპექტირება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას.

19. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.

20. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს სახელოსნოს მიერ.

21. გადამზიდველი  უზრუნველყოფს:

ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილი სახელოსნოებისთვის მიმართვას;

დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირებაზე წარდგენას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით;

ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი ანგარიშის შენახვას მისი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

22. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა  და სათანადო გამოყენებას.“;

გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. კომპეტენტური ორგანოები

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი