„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024260
427
30/10/2023
ვებგვერდი, 31/10/2023
010240030.10.003.024260
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №427

2023 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ფ“ ქვეპუნქტს „ფ.ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ.კ“, „ფ.ლ“ და „ფ.მ“ ქვეპუნქტები:

„ფ.კ) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესს;

ფ.ლ) სამინისტროს სისტემაში წახალისებისა და დისციპლინური წარმოების წესს;

ფ.მ) მადლობის სიგელის ფორმას;“;

ა.ბ) „ქ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) თავდაცვის მოხალისე;

თ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სპეციალური ოპერაციების სარდლობა;“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. სპეციალური ოპერაციების სარდლობა მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ოპერაციების პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს და აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერას.“;

დ.ბ) 23-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავდაცვის ძალების მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს  თავდაცვის ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას; მონაწილეობს  თავდაცვის ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს თავდაცვის ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ ორგანოებთან;“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებს თავდაცვის კოდექსითა და ამ პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს:

ბ.ა) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

ბ.ბ) ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღების მოხსნის თაობაზე;

ბ.გ) იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა თავდაცვის ძალებში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ამოცანების შესასრულებლად;

ბ.დ) სამხედრო პროგრამებისა და სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ;

ბ.ე) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;

გ) განსაზღვრავს სამხედრო ტექნიკის განაწილებისა და განთავსების ადგილებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ;

დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წყვეტს პერსონალის მართვის საკითხებს;

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;

ვ) ისმენს ანგარიშს თავდაცვის ძალებში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული/გენერალური შტაბის, აგრეთვე მისი უფროსისათვის ამ აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის განაწილებას;

კ) ამოცანებიდან გამომდინარე, ქმნის ოპერატიულ დაჯგუფებას (ოპერატიული დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე ტაქტიკურ დაჯგუფებას/ქვედანაყოფს) და ტაქტიკურ დაჯგუფებას (ტაქტიკური დონის ამოცანის შესასრულებლად შექმნილი დროებითი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფს), განსაზღვრავს მათი ხელმძღვანელობის წესს;

ლ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი ღონისძიებების განხორციელების გეგმებს;

მ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ქონების) გამოყენების, ასევე საბრძოლო მომზადებისა და ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებს;

ო) ამტკიცებს წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავ უსაფრთხოების ნორმებს;

პ) ახორციელებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავდაცვის ძალების მეთაურს ჰყავს სამი მოადგილე, კერძოდ, მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი და ორი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ე.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავდაცვის ძალების მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მისი რომელიმე მოადგილე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

2024 წლის პირველ იანვრამდე მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ პირთა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და  სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაციას განახორციელებს სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური და შესაბამისი დოკუმენტაციის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტები გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 10 ნოემბრიდან.       

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.  


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი