დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №18 დადგენილებაში ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.144.016441 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №18 დადგენილებაში ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის №18 დადგენილებაში ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.144.016437) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეებზე ოქმის (ან/ და) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – ,,უფლებამოსილი პირი“), სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 197- 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეებზე, ოქმის (ან/ და) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – ,,უფლებამოსილი პირი“), სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად. საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებულ სხვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – ,,უფლებამოსილი პირი“), სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საჯარო მოსამსახურე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლით, საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოსამსახურემ უნდა მოახდინოს რეაგირება და აცნობოს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 243-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს სამართალდამრღვევის პოლიციაში გადასაყვანად, სახელის, გვარის და მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოსამსახურე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი ქარელი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა №3), ხოლო საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) − ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15). საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მერი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 შეიცვალოს ახალი დანართი 2-ით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 2
|
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
|
| ||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები