,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016371
11
27/10/2023
ვებგვერდი, 31/10/2023
010250050.35.134.016371
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 27 ოქტომბერი

დაბა ქედა

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  29/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016222) შეტანილი იქნეს ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, სადარბაზოს ფანჯრები, თაღები, საერთო სარგებლობაში მყოფი სარდაფები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); “

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე