დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 27/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.11.004.016087 |
|
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 27/07/2023; ს/კ: 220010000.11.004.016079) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის კურატორი – საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი – საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსი – საკონკურსო კომისიის მდივანი; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ვ) საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენელი (ასეთის წარდგენის შემთხვევაში). 3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. ოქმს ხელს აწერს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები