დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 291/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016777 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის №223/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ გათვითცნობიერებულ ინვესტორზე. ამასთან, ამ დებულების მიზნებისთვის აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წლიური შემოსავლის განსაზღვრისას სავალდებულოა ამ შემოსავალთან პირდაპირ დაკავშირებული გადასახადების გამოკლება.“. 2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში – არაუმეტეს 4 (ოთხი) წელი.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იპოთეკურ და 4 (ოთხ) წელზე მეტი ვადიანობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება დანართ №2-ში მოცემულ მაჩვენებლებს.“. 4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სესხის მომსახურების კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, რევოლვირებადი პროდუქტების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანის დასადგენად სესხის ლიმიტის მაქსიმალურ ვადად 4 (ოთხი) წელი უნდა განისაზღვროს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები