„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016519
17
27/10/2023
ვებგვერდი, 30/10/2023
010250020.35.108.016519
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის  უნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ. მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 30 (ოცდაათი) ლარის, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფელი) – 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. ზღვრული ნორმის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე გადახდილ იქნეს დამატებით 20 (ოცი) ლარი. აიკრძალოს სასაფლაოზე სამარის წინასწარი მოკავება ან გაყიდვა, ქალაქ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდინარე ცივის მიმდებარე არსებულ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობი სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ან რეგისტრირებული მოსახლეობისათვის გაიცეს ზღვრული ნორმის ფარგლებში 1კვ.მ მიწის ფართი 15 (თხუთმეტ) ლარის  ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია