დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016776 |
|
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 21/12/2017; ს/კ: 220010010.18.011.016265) დამტკიცებული წესის:
„2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული ბანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით ბანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული სცენარის რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული შესაბამისი დონის ფინანსური ინსტრუმენტებისთვის შექმნილი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის დადებითი სხვაობების ჯამი. აღნიშნული სხვაობები დათვლილი უნდა იყოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს: ა) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის; ბ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის; გ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული და POCI სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში ბანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით: ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში - მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში; ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი; გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი ბანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.“. 3. 61 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მესამე კომპონენტს წარმოადგენს საზედამხედველო პროცესში ეროვნული ბანკის შეფასების შესაბამისად გამოვლენილი სხვა საზედამხედველო კორექტირებები. აღნიშნული საზედამხედველო კორექტირებები, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური ინსტრუმენტებისთვის გამოვლენილ არასაკმარის მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ინვესტიციების, დასაკუთრებული და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების გაუფასურებას.“. 4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის განსაზღვრის მიზნით, საზედამხედველო სტრესტესტების შედეგად მიღებული კაპიტალის ბუფერიდან უნდა დაიქვითოს პილარ 1-ის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერები, ასევე პილარ 2-ის ბუფერების დაქვითვადი ნაწილები, მათ შორის, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის ერთი მესამედი.“. 5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ბანკებმა წმინდა სტრესტესტების ბუფერის მოთხოვნა უნდა დაიცვან წმინდა სტრესტესტების ბუფერის განაკვეთის ზრდის შემთხვევაში მისი გაზრდიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია გაზრდილი წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის ამოქმედების ვადა ნაკლები იყოს ერთ წელზე.“. 6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის, გარდა წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერისა და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერისა, მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. წმინდა სტრეს-ტესტებისა და საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 30 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები