„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016813
80
27/10/2023
ვებგვერდი, 30/10/2023
010250050.35.160.016813
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №80

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2200 (ორი ათას ორასი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 2200-ზე მეტი ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), მოქალაქეები ჩასმულნი იქნებიან მომლოდინეთა სიაში. ადგილის გამოთავისუფლებისას პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია