„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 24/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016057
57
24/10/2023
ვებგვერდი, 26/10/2023
010210060.74.086.016057
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №57

2023 წლის 24 ოქტომბერი

ქ.თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.     
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული:

ა) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 1)“:

ა.ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატში იქმნება ბიურო, დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო;

ბ) სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი;

ზ) დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატი;

თ) სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი.“;

ა.გ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო:

ა) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სამუშაო განრიგის ორგანიზებასა და მის კოორდინაციას;

ბ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით მოქალაქეებთან შეხვედრას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ურთიერთობების კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

დ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიშის, გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წლიური ანგარიშის პროექტის მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საბჭოს წევრების მიერ დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისა თუ სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას;

ვ) ახორციელებს კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, შინაგანაწესის და სამსახურებრივი ეთიკის (მათ შორის - ინტერესთა შეუთავსებლობის) მოთხოვნათა შესრულებაზე; უზრუნველყოფს დისციპლინური გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივ შემოწმებას, შემოწმების და კონტროლის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისათვის წარდგენას; ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანების პროექტს;

ზ) ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ძირითად მიზეზებს და პრევენციის, სამსახურებრივ საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი კონტროლი აპარატის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე შემოწმება მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს და განიხილოს ფიზიკური/იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების საჩივრები და განცხადებები;

გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე, აგრეთვე - ბიუროს უფლებამოსილ პირთან გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე (ახსნა-განმარტების მიცემის ნების არსებობის პირობებში); ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს;

დ) საჭიროებისამებრ, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ბიუროსს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს ბიუროს  უფროსის მოვალეობას.“;

ა.დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.დ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამზადებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტებს;“;

ა.დ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) შეიმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შინაგანაწესს;“;

ბ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 2)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და

მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობის რანგი

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო

1.

ბიუროს უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

2.

ბიუროს უფროსის მოადგილე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

II

1

5445

3.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

4.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2662

სულ

6

სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

I

სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

4840

2.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

3.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

2662

II

საფინანსო-სამეურნეო სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

4840

2.

მთავარი ბუღალტერი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3388

3.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

4.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2662

სულ

11

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

I

კანცელარია

1.

კანცელარიის უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

3388

2.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3146

3.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

15

2178

II

სასამართლოს მანდატურის სამსახური

1.

სამსახურის უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

2662

2.

სასამართლოს მანდატური - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

IV

5

1815

სულ

24

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

I

ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო

1.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

2.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

2662

სულ

7

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

II

1

5445

I

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

4840

2.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

3.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

2662

სულ

6

მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

2.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3146

3.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

2662

სულ

7

სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის თავმჯდომარე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

I

1

6050

2.

უფროსი კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3146

3.

კონსულტანტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

2662

სულ

7

სულ ჯამში:

  68“.

მუხლი 2.     
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი