„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 25/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017410
82
24/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
140130000.22.034.017410
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2023 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №120 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, 140130000.22.034.017305) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილება, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების/რეფერირების მექანიზმის გამოყენება.“.

2. მე-6 მუხლს პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო;“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81

1. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო განყოფილება;

ბ) ოპერატიული განყოფილება.

2. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება;

ბ) არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოძიება;

გ) დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

დ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

ე) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება, თუ იგი გამოვლენილია ამ სამმართველოს მიერ;

ვ) პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ზ) დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი/მსხვერპლი არასრულწლოვნის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება;

თ) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრისათვის ინფორმაციის მიწოდება და პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ი) არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მანდატურის სამსახურთან კოორდინაცია;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე, თუ ამავდროულად სახეზე არ არის უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა, აგრეთვე, არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილ იმ დანაშაულზე/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომელთა გამოძიებაც განეკუთვნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური