„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024252
419
23/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
280120000.10.003.024252
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში არსებულმა ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:

ა) მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 მუხლის:

ე.ა) მე-6 – მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მე-11 პუნქტები:

„9. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის დაუსაქმებელი წევრის დასაქმების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს საჭირო მონაცემების მიწოდებას სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, დაუსაქმებელ პირად ჩაითვლება ის ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) არ უფიქსირდება ხელფასი და ამავდროულად არ არის თვითდასაქმებული.

11. სააგენტოსა და სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მონაცემების მიწოდება ხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით, სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით.“;

ვ) 121 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი