,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018357
102/ნ
07/11/2023
ვებგვერდი, 09/11/2023
010020000.22.022.018357
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის N28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №102/ნ

2023 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.22.022.018283) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საკონსტატაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად“;

გ) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

1. ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ფერის წიგნის სტილიზებული ფიგურა.

2. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

3. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალაზე;

გ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი