„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 99/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.018354
99/ნ
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
300160080.22.022.018354
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2023 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1) მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.“;

ბ) მეორე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა ვრცელდება 2021-2022, 2022-2023 და 2023-2024 სასწავლო წლებში ჩარიცხულ პირებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი