„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016435
26
23/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
010250020.35.106.016435
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/04/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016426) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი, რომელსაც თან ერთვის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს.

წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით რეალურად გაწეული  ხარჯები ანაზღაურდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ 5 რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე