„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.024251
418
23/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
140080000.10.003.024251
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №418

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:

1. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების  განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;“.

2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რეზიდენციების (გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე რეზიდენციებისა) დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;“.

3. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, სამსახურის სხვა შესაბამისი დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რეზიდენციების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;“.

4. მე-16 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დაცვის ობიექტების, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი