დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480430000.10.003.024246 |
|
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, 54, 13/05/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები