,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის N 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016517
21
23/10/2023
ვებგვერდი, 25/10/2023
010250050.35.138.016517
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის N 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ.ახალციხე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ”  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №18 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 28/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016514) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის სათაური:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით და  „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი“.

ბ) დანართი 1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.“.

გ) დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უფლებამოსილი პირი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1, 43​2, 55​2 მუხლის, 55​6 მუხლის, 77​1 მუხლის, 77​2 მუხლის, 103 მუხლის, 119​1  მუხლის, 125-ე მუხლის მე-8, მე-13-მე-16 ნაწილების, 125​4   მუხლის, 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 134​1 მუხლის, 135 -135​1 მუხლების, 146​1  მუხლის, 148-ე მუხლის (გარდა მე-3 ნაწილის), 150-ე მუხლის, 150​1 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 151​2 მუხლის,  152-ე მუხლის, 152​2 მუხლის, 152​5 -152​9 მუხლების, 153​4 მუხლის, 156​1 მუხლის, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 159-ე მუხლის, 159​1 მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება“

დ) დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1, 43​2, 55​2 მუხლის, 55​6 მუხლის, 77​1 მუხლის, 77​2 მუხლის, 103-ე მუხლის, 119​1  მუხლის, 125-ე მუხლის მე-8, მე-13-მე-16 ნაწილების, 125​4   მუხლის, 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 134​1 მუხლის, 135 -135​1 მუხლების, 146​1  მუხლის, 148-ე მუხლის (გარდა მე-3 ნაწილის), 150 მუხლის, 150​1 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 151​2 მუხლის,  152-ე მუხლის, 152​2 მუხლის, 152​5 -152​9 მუხლების, 153​4 მუხლის, 156​მუხლის, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 159-ე მუხლის, 159​1 მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი, აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი.“;

ე) დანართი 1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება

„1. პირს, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენისთვის უფლებამოსილი პირის მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), მისი შეფარდებიდან 10 დღის ვადაში, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსი“-ის 2093 მუხლის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელზეც ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური.  საჩივრის განხილვის შედეგები, ადმინისტრაციული და იურიდიული  სამსახურის მიერ, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მერს,  ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში – სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. “

ვ) დანართი 1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სააღსრულებო ფურცლის შედგენა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის  მიერ სააღსრულებო ფურცლის შედგენა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.’’

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 2-ის  სახით.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 5 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 5-ის სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე