"ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მორეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება

"ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მორეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 09-10-2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 09/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016755
09-10-2023
02/05/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
480610000.03.030.016755
"ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მორეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
   
კიგალის ცვლილება (2016): მონრეალის ოქმის ცვლილება, რომელიც შეთანხმებულია მხარეების

28-ე  შეხვედრაზე  (კიგალი, 10-15 ოქტომბერი, 2016)


(წყარო: მხარეების 28-ე შეხვედრის ანგარიშის პირველი დანართი. ცვლილება ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვარს)

 

მუხლი I. ცვლილება

 

მუხლი 1, პარაგრაფი 4

ოქმის პირველი მუხლის მე-4 პარაგრაფში სიტყვები: „დანართი C ან დანართი E“

შეიცვლოს სიტყვებით:

„დანართი C, დანართი E ან დანართი F“.

 

მუხლი 2, პარაგრაფი 5

ოქმის მე-2 მუხლის მე-5 პარაგრაფში სიტყვები:

„და მუხლი 2H“

შეიცვლოს სიტყვებით: „მუხლები 2H და 2 J“.

 

მუხლი 2, პარაგრაფი 8 (a), 9 (a) და 11

ოქმის მე-2 მუხლის 8 (a) და მე-11 პარაგრაფებში სიტყვები:

„მუხლები 2A და 2I“

შეიცვლოს სიტყვებით: „მუხლები 2A და 2J“.

ოქმის მე-2 მუხლის მე-8 პარაგრაფის (a) ქვეპარაგრაფის ბოლოს დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„ნებისმიერი ასეთი შეთანხმება შესაძლოა გავრცელდეს და მოიცავდეს 2J მუხლის მიხედვით გათვალისწინებულ მოხმარებასთან ან წარმოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ მხარეების მიერ მოხმარების ან წარმოების სრული კომბინირებული გაანგარიშებული დონე არ აღემატება 2J მუხლით მოთხოვნილ დონეს“.

ოქმის მე-2 მუხლის მე-9 პარაგრაფის (a) (i) ქვეპარაგრაფში სიტყვის „უნდა“ მეორედ გამოყენების შემდეგ სიტყვა „და„ ამოღებულ იქნეს.

ოქმის მე-2 მუხლის მე-9 პარაგრაფის (a) (ii) ქვეპარაგრაფი გადაინომრება, როგორც (a) (iii)

ქვეპარაგრაფი.

ოქმის მე-2 მუხლის მე-9 პარაგრაფის (a) (i) ქვეპარაგრაფის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის (a) (ii) ქვეპარაგრაფი:

„უნდა განხორციელდეს A დანართის I ჯგუფით, C დანართით და F დანართით განსაზღვრული გლობალური დათბობის პოტენციალის კორექტირება და ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება ეს კორექტირება; და“.

 

მუხლი 2J

ოქმის 2I მუხლის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის მუხლი:

„მუხლი 2J. ჰიდროფტორნახშირბადები

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც დაიწყება 2019 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ყოველ თორმეტთვიან პერიოდში F დანართით გათვალისწინებული, კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონე, CO2 ეკვივალენტებით გამოხატული, არ გადააჭარბებს 2011, 2012 და 2013 წლებში F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონეების საშუალო წლიური მაჩვენებელის იმ პროცენტებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ შესაბამისი წლებისთვის (a) – (e) პარაგრაფებში, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონის 15 პროცენტს, როგორც განსაზღვრულია 2F მუხლის პირველი პარაგრაფით და გამოხატულია CO2 ეკვივალენტებით.

(a) 2019-2023: 90%.

(b) 2024-2028: 60%.

(c) 2029 -2033: 30%.

(d) 2034 - 2035: 20%.

(e)2036 და შემდეგ: 15%.

2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიუხედავად, მხარეებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ მხარე უზრუნველყოფს თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც დაიწყება 2020 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ყოველ თორმეტთვიან პერიოდში F დანართით გათვალისწინებული, კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონე, CO2 ეკვივალენტებით გამოხატული, არ გადააჭარბებს 2011, 2012 და 2013 წლებში F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონეების საშუალო წლიური მაჩვენებლის იმ პროცენტებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ შესაბამისი წლებისთვის (a) – (e) პარაგრაფებში, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონის 25 პროცენტს, როგორც განსაზღვრულია 2F მუხლის პირველი პარაგრაფით და გამოხატულია

CO2 ეკვივალენტებით.

(a) 2020 - 2024: 95%

(b) 2025 - 2028: 65%

(c) 2029 - 2033: 30%

(d) 2034 - 2035: 20%

(e) 2036 და შემდეგ: 15%

3. თითოეულმა მხარემ, რომლიც აწარმოებს F დანართით კონტროლირებად ნივთიერებებს, უნდა უზრუნველყოს თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც დაიწყება 2019 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ყოველ თორმეტთვიან პერიოდში, რომ F დანართით გათვალისწინებული, კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონე, CO2 ეკვივალენტებით გამოხატული, გადააჭარბებს 2011, 2012 და 2013 წლებში F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონეების საშუალო წლიური მაჩვენებლის იმ პროცენტებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ შესაბამისი წლებისთვის (a) – (e) პარაგრაფებში, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო წარმოების გაანგარიშებული დონის 15 პროცენტს, როგორც განსაზღვრულია 2F მუხლის პირველი პარაგრაფით და გამოხატულია CO2 ეკვივალენტით:

(a) 2019 - 2023: 90%.

(b) 2024 - 2028: 60%.

(c) 2029 - 2033: 30%.

(d) 2034 - 2035: 20%.

(e) 2036 და შემდეგ: 15%.

4. ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის მიუხედავად მხარეებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ მხარემ, რომელიც აწარმოებს F დანართით კონტროლირებად ნივთიერებებს, უნდა უზრუნველყოს თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც დაიწყება 2020 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ყოველ თორმეტთვიან პერიოდში რომ F დანართით გათვალისწინებული, კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონე, CO2 ეკვივალენტებით გამოხატული, არ გადააჭარბებს მისი 2011, 2012 და 2013 წლებში F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონეების საშუალო წლიური მაჩვენებლის იმ პროცენტებს, რომლებიც მოცემულია შესაბამისი წლებისთვის (a) – (e) პარაგრაფებში, პლუს C დანართის I ჯგუფით კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო წარმოების გაანგარიშებული დონის 25 პროცენტს, როგორც განსაზღვრულია 2F მუხლის პირველი პარაგრაფით და გამოხატულია CO2 ეკვივალენტებით:

(a) 2020 - 2024: 95%.

(b) 2025 - 2028: 65%.

(c) 2029 - 2033: 30%.

(d) 2034 - 2035: 20%.

(e) 2036 და შემდეგ: 15%.

5. ამ მუხლის 1– 4 პარაგრაფები გამოყენებული იქნება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოხმარების ან წარმოების დონის ლიმიტის შესახებ, რომელიც საჭიროა მხარეების მიერ შეთანხმებული მოხმარების დასაკმაყოფილებლად.

6. თითოეული მხარე, რომელიც აწარმოებს C დანართის I ჯგუფით ან F დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებს, უზრუნველყოფს, რომ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც დაიწყება 2020 წლის 1 იანვარს და ამის შემდეგ ყოველ თორმეტთვიან პერიოდში, F დანართის II ჯგუფით განსაზღვრული ნივთიერებების ემისიები, რომლებიც წარმოიშობა C დანართის I ჯგუფით ან F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების მწარმოებელი თითოეული საწარმოდან, განადგურდეს მხარეების მიერ აღიარებული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების ფარგლებში იმავე თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში.

7. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ C დანართის I ჯგუფით ან F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოების მიერ გამოყოფილი F დანართის II ჯგუფით განსაზღვრული ნივთიერებები განადგურდეს მხოლოდ მხარეების მიერ აღიარებული ტექნოლოგიების მეშვეობით.

 

მუხლი 3

ამ ოქმის მე-3 მუხლის პრეამბულა შეიცვალოს შემდეგით:

„1. მე-2, 2A – 2J და მე-5 მუხლების მიზნებისთვის თითოეული მხარე A, B, C, E ან F დანართების თითოეული ჯგუფის ნივთიერებებისთვის დაადგენს მის გაანგარიშებულ დონეს:“

ოქმის მე-3 მუხლის (a)(i) ქვეპარაგრაფის ბოლო წერტილ-მძიმე შეიცვლება შემდეგით:

„, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული მე-2 პარაგრაფით;“

ოქმის მე-3 მუხლის ბოლოს დაემატება შემდეგი ტექსტი:

„; და

(d) F დანართის II ჯგუფით განსაზღვრული ნივთიერებების ემისიები, რომლებიც გამოიყოფა C დანართის I ჯგუფით ან F დანართით განსაზღვრული ნივთიერებების მწარმოებელ თითოეულ საწარმოში, მათ შორის ის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა აღჭურვილობიდან გაჟონვის შედეგად, ტექნოლოგიური სავენტილაციო ხვრელებიდან და განადგურების მოწყობილობებიდან, გარდა იმ რაოდენობისა, რომელიც მიღებულია გამოყენებისთვის, განადგურებისთვის ან შენახვისთვის.

2. 2J მუხლის, მე-2 მუხლის 5bis პარაგრაფის და მე-3 მუხლის 1(d) პარაგრაფის მიზნებისთვის, F დანართით და C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული CO2 ეკვივალენტებით გამოხატული ნივთიერებების წარმოების, მოხმარების, იმპორტის, ექსპორტის და ემისიების დონეების გაანგარიშებისას თითოეული მხარე გამოიყენებს ამ ნივთიერებების გლობალური დათბობის პოტენციალს, როგორც განსაზღვრულია A დანართის I ჯგუფით, C და F დანართებით“.

 

მუხლი 4, პარაგრაფი 1 sept ოქმის მე-4 მუხლის 1 sex პარაგრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი პარაგრაფი:

„1 sept. ამ პარაგრაფის ძალაში შესვლის შემდეგ თითოეული მხარე აკრძალავს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტს ნებისმიერი იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის ამ ოქმის მონაწილე მხარე“.

 

მუხლი 4, პარაგრაფი 2 sept

ოქმის მე-4 მუხლის 2 sex პარაგრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი პარაგრაფი:

„2 sept. ამ პარაგრაფის ძალაში შესვლის შემდეგ თითოეული მხარე აკრძალავს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტს ნებისმიერი იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის ამ ოქმის მონაწილე მხარე“.

 

მუხლი 4, მე-5, მე-6 და მე-7 პარაგრაფები

ოქმის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პარაგრაფებში სიტყვები:

„დანართები A, B, C და E“

შეიცვლება სიტყვებით:

„დანართები A, B, C, E და F“.

 

მუხლი 4, მე-8 პარაგრაფი

ოქმის მე-4 მუხლის მე-8 პარაგრაფში სიტყვები:

„მუხლები 2A – 2I“

შეიცვლება სიტყვებით:

„მუხლები 2A – 2J“.

 

მუხლი 4B

ოქმის 4B მუხლის მე-2 პარაგრაფის შემდეგ დაემატება შემდეგი პარაგრაფი:

„2 bis. თითოეული მხარე 2019 წლის 1 იანვრისთვის ან მისთვის ამ პარაგრაფის ძალაში შესვლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში, რომელი თარიღიც დადგება უფრო გვიან, შექმნის და აამუშავებს F დანართით კონტროლირებადი ახალი, გამოყენებული, გასუფთავებული და აღდგენილი ნივთიერებების იმპორტის და ექსპორტის ლიცენზირების სისტემას. მე-5 მუხლის პირველი

პარაგრაფის შესაბამისად მოქმედ ნებისმიერ მხარეს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ის არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ შექმნას და აამოქმედოს ასეთი სისტემა 2019 წლის 1 იანვრისთვის, შეუძლია გადადოს ამ მოქმედებების განხორციელება 2021 წლის 1 იანვრამდე“.

 

მუხლი 5

ოქმის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფში სიტყვები:

„2I“

შეიცვლება სიტყვებით:

„2J“.

ოქმის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პარაგრაფებში სიტყვები:

„მუხლი 2I“

შეიცვლება სიტყვებით:

„მუხლები 2I და 2J“.

ოქმის მე-5 მუხლის 8 ter პარაგრაფის შემდეგ დაემატება შემდეგი პარაგრაფი:

„8qua

(a) თითოეულ მხარეს, რომელიც ოპერირებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, მე-2 მუხლის მე-9 პარაგრაფის შესაბამისად 2J მუხლით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებების კორექტირების შემთხვევაში, შეუძლია გადადოს მის მიერ 2J მუხლის პირველი პარაგრაფის (a) – (e) ქვეპარაგრაფებით და 2J მუხლის მე-3 პარაგრაფის (a) – (e) ქვეპარაგრაფებით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და მოახდინოს ამ ღონისძიებების მოდიფიცირება შემდეგნაირად:

  1. 2024 - 2028: 100%.
  2. 2029 - 2034: 90%.
  3. 2035 - 2039: 70%.
  4. 2040 - 2044: 50%.

v. 2045 და შემდეგ: 20%.

(b) ზევით განსაზღვრული (a) პარაგრაფის მიუხედავად მხარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ მხარეს, რომელიც ოპერირებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, მე-2 მუხლის მე-9 პარაგრაფის შესაბამისად 2J მუხლით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებების კორექტირების შემთხვევაში, შეუძლია გადადოს მის მიერ 2J მუხლის პირველი პარაგრაფის (a) – (e) ქვეპარაგრაფებით და 2J მუხლის მე-3 პარაგრაფის (a) – (e) ქვეპარაგრაფებით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და მოახდინოს ამ ღონისძიებების მოდიფიცირება შემდეგნაირად:

i. 2028 - 2031: 100%.

ii. 2032 - 2036: 90%.

iii. 2037 - 2041: 80%.

iv. 2042 - 2046: 70%.

v. 2047 და შემდეგ: 15%.

(c) თითოეულ მხარეს, რომელიც მოქმედებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, 2J მუხლით განსაზღვრული მისი საბაზისო მოხმარების გასაანგარიშებლად უფლება აქვს გამოიყენოს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონეების საშუალო მაჩვენებელი 2020, 2021 და 2022 წლებისთვის, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო მოხმარების 65%, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის 8 ter პარაგრაფით.

(d) ზევით განსაზღვრული (c) პარაგრაფის მიუხედავად მხარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ მხარეს, რომელიც მოქმედებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, 2J მუხლით განსაზღვრული მისი საბაზისო მოხმარების გასაანგარიშებლად უფლება აქვს გამოიყენოს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების მოხმარების გაანგარიშებული დონეების საშუალო მაჩვენებელი 2024, 2025 და 2026 წლებისთვის, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო მოხმარების 65%, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის 8 ter პარაგრაფით.

(e) თითოეულ მხარეს, რომელიც მოქმედებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად და აწარმოებს F დანართით კონტროლირებად ნივთიერებებს, 2J მუხლით განსაზღვრული მისი საბაზისო წარმოების გასაანგარიშებლად უფლება აქვს გამოიყენოს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონეების საშუალო მაჩვენებელი 2020, 2021 და 2022 წლებისთვის, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო წარმოების 65%, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის 8 ter პარაგრაფით.

(f) ზევით განსაზღვრული (e) პარაგრაფის მიუხედავად მხარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ მხარეს, რომელიც მოქმედებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად და აწარმოებს F დანართით კონტროლირებად ნივთიერებებს, 2J მუხლით განსაზღვრული მისი საბაზისო წარმოების გასაანგარიშებლად უფლება აქვს გამოიყენოს F დანართით კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოების გაანგარიშებული დონეების საშუალო მაჩვენებელი 2024, 2025 და 2026 წლებისთვის, პლუს C დანართის I ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების საბაზისო წარმოების 65%, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის 8 ter პარაგრაფით.

(g) ამ პარაგრაფის (a) - (f) ქვეპარაგრაფები გავრცელდება წარმოების და მოხმარების გაანგარიშებულ დონეებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება მხარეების მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი „ჰაერის მაღალი ტემპერატურის“ გამონაკლისი.„

 

მუხლი 6

ამ ოქმის მე-6 მუხლში სიტყვები:

„მუხლები 2A – 2I“

შეიცვლება სიტყვებით:

„2A – 2J“.

 

მუხლი 7, პარაგრაფები 2, 5 და 3 ter

ოქმის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფში სტრიქონის „- E დანართში, 1991 წლისთვის“ შემდეგ დაემატება შემდეგი სტრიქონი:

„ - F დანართში, 2011 – 2013 წლებისთვის, გარდა იმ მხარეებისა, რომლებიც მოქმედებენ მე-5 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ ასეთი მონაცემების მიწოდება 2020 – 2022 წლებისთვის, მაგრამ იმ მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მე-5 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად და რომლებზედაც ვრცელდება მე-5 მუხლის 8 qua პარაგრაფის (d) და (f) ქვეპარაგრაფები, უნდა უზრუნველყონ ასეთი მონაცემების მიწოდება 2024 – 2026 წლებისთვის;“.

ოქმის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფებში სიტყვები

„C და E“

შეიცვლება სიტყვებით:

„C, E და F“.

ოქმის მე-7 მუხლის 3 bis პარაგრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი პარაგრაფი:

„3 ter. თითოეულმა მხარემ სამდივნოს უნდა მიაწოდოს სტატისტიკური მონაცემები F დანართის II ჯგუფით განსაზღვრული კონტროლირებადი ნივთიერებების მისი წლიური ემისიების შესახებ თითოეული ობიექტის მიხედვით, ოქმის მე-3 მუხლის 1 (d) პარაგრაფის შესაბამისად“.

 

მუხლი 7, პარაგრაფი 4

მე-7 მუხლის მე-4 პარაგრაფში სიტყვების

„სტატისტიკური მონაცემები“ და „უზრუნველყოფს მონაცემებს“ შემდეგ დაემატება

„წარმოება“.

 

მუხლი 10, პარაგრაფი 1

ოქმის მე-10 მუხლის პირველ პარაგრაფში სიტყვები: „და მუხლი 2I“

შეიცვლება სიტყვებით: „მუხლი 2I და მუხლი 2J“.

მე-10 მუხლის პირველი პარაგრაფის ბოლოს დაემატება შემდეგი:

„თუ მხარე, რომელიც მოქმედებს მე-5 მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად ირჩევს, რომ დაფინანსება მიიღოს ნებისმიერი სხვა ფინანსური მექანიზმიდან, რის შედეგადაც მოხდება შეთანხმებული დამატებითი ხარჯების ნებისმიერი ნაწილის დაფარვა, ეს მხარე არ დაფინანსდება ამ ოქმის მე-10 მუხლით განსაზღვრული ფინანსური მექანიზმიდან“.

 

მუხლი 17

ოქმის მე-17 მუხლში სიტყვები: „მუხლები 2A – 2I“

შეიცვლება სიტყვებით: „მუხლები 2A – 2J“.

 

დანართი A

ქვემოთ მოცემული ცხრილი შეცვლის ოქმის A დანართის I ჯგუფის ცხრილს:

ჯგუფი

ნივთიერება

ოზონის დაშლის პოტენციალი*

გლობალური დათბობის პოტენციალი 100 წლის განმავლობაში

ჯგუფი I

     

CFCI3

(CFC -11)

1,0

4,750

CF2CI2

(CFC -12)

1,0

10,900

C2F3CI3

(CFC -113)

0,8

6,130

C2F4CI2

(CFC -114)

1,0

10,000

C2F5CI

(CFC -115)

0,6

7,370

 

 

დანართი C და დანართი F

ქვემოთ მოცემული ცხრილი შეცვლის ოქმის C დანართის I ჯგუფის ცხრილს:

ჯგუფი

ნივთიერება

იზომერების რაოდენობა

ოზონის დაშლის პოტენციალი*

გლობალური დათბობის პოტენციალი 100 წლის განმავლობაში***

ჯგუფი I

       

CHFCl2

(HCFC-21)**

1

0.04

151

CHF2Cl

(HCFC-22)**

1

0.055

1810

CH2FCl

(HCFC-31)

1

0.02

 

C2HFCl4

(HCFC-121)

2

0.01–0.04

 

C2HF2Cl3

(HCFC-122)

3

0.02–0.08

 

C2HF3Cl2

(HCFC-123)

3

0.02–0.06

77

CHCl2CF3

(HCFC-123)**

0.02

 

C2HF4Cl

(HCFC-124)

2

0.02–0.04

609

CHFClCF3

(HCFC-124)**

0.022

 

C2H2FCl3

(HCFC-131)

3

0.007–0.05

 

C2H2F2Cl2

(HCFC-132)

4

0.008–0.05

 

C2H2F3Cl

(HCFC-133)

3

0.02–0.06

 

C2H3FCl2

(HCFC-141)

3

0.005–0.07

 

CH3CFCl2

(HCFC-141b)**

0.11

725

C2H3F2Cl

(HCFC-142)

3

0.008–0.07

 

CH3CF2Cl

(HCFC-142b)**

0.065

2310

C2H4FCl

(HCFC-151)

2

0.003–0.005

 

 

C3HFCl6

(HCFC-221)

5

0.015–0.07

 

C3HF2Cl5

(HCFC-222)

9

0.01–0.09

 

C3HF3Cl4

(HCFC-223)

12

0.01–0.08

 

C3HF4Cl3

(HCFC-224)

12

0.01–0.09

 

C3HF5Cl2

(HCFC-225)

9

0.02–0.07

 

CF3CF2CHCl2

(HCFC-225ca)**

0.025

122

CF2ClCF2CHClF

(HCFC-225cb)**

0.033

595

C3HF6Cl

(HCFC-226)

5

0.02–0.10

 

C3H2FCl5

(HCFC-231)

9

0.05–0.09

 

C3H2F2Cl4

(HCFC-232)

16

0.008–0.10

 

C3H2F3Cl3

(HCFC-233)

18

0.007–0.23

 

C3H2F4Cl2

(HCFC-234)

16

0.01–0.28

 

C3H2F5Cl

(HCFC-235)

9

0.03–0.52

 

C3H3FCl4

(HCFC-241)

12

0.004–0.09

 

C3H3F2Cl3

(HCFC-242)

18

0.005–0.13

 

C3H3F3Cl2

(HCFC-243)

18

0.007–0.12

 

C3H3F4Cl

(HCFC-244)

12

0.009–0.14

 

C3H4FCl3

(HCFC-251)

12

0.001–0.01

 

C3H4F2Cl2

(HCFC-252)

16

0.005–0.04

 

 

C3H4F3Cl

(HCFC-253)

12

0.003–0.03

 

C3H5FCl2

(HCFC-261)

9

0.002–0.02

 

C3H5F2Cl

(HCFC-262)

9

0.002–0.02

 

C3H6FCl

(HCFC-271)

5

0.001–0.03

 

 

* სადაც მითითებულია ოზონდამშლელი პოტენციალის დიაპაზონი, ოქმის მიზნებისთვის

გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც მითითებულია ოზონდამშლელი პოტენციალის მხოლოდ ერთი მაჩვენებელი, ეს მაჩვენებელი გაანგარიშებულია ლაბორატორიული გაზომვების საფუძველზე. სადაც მოცემულია დიაპაზონი, მაჩვენებლები ეფუძნება შეფასებებს და ნაკლებად ზუსტია. დიაპაზონი ეხება იზომერების ჯგუფს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს იზომერის ოზონდამშლელი პოტენციალის შეფასებას უმაღლესი ოზონდამშლელი პოტენციალით, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - იზომერის ოზონდამშლელი პოტენციალის შეფასებას ყველაზე დაბალი ოზონდამშლელი პოტენციალით.

** განსაზღვრავს კომერციული თვალსაზრისით ყველაზე სიცოცხლისუნარიან ნივთიერებებს მათსავე საწინააღმდეგო ოზონდამშლელი პოტენციალის ჩამონათვალით, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ოქმის მიზნებისთვის.

*** იმ ნივთიერებებზე, რომლებისთვისაც მითითებული არ არის გლობალური დათბობის პოტენციალი, ვრცელდება მაჩვენებელი 0, სანამ გლობალური დათბობის პოტენციალს მოიცავს მე-2 მუხლის მე -9 პარაგრაფის (a) და (ii) ქვეპარაგრაფით გათვალისწინებული პროცედურა.

 

ოქმს E დანართის შემდეგ დაემატება შემდეგი დანართი:

„დანართი F: კონტროლირებადი ნივთიერებები

ჯგუფი

ნივთიერება

გლობალური დათბობის პოტენციალი 100 წლის განმავლობაში

ჯგუფი I

 

CHF2CHF2

HFC-134

1,100

CH2FCF3

HFC-134a

1,430

CH2FCHF2

HFC-143

353

CHF2CH2CF3

HFC-245fa

1,030

 

CF3CH2CF2CH3

HFC-365mfc

794

CF3CHFCF3

HFC-227ea

3,220

CH2FCF2CF3

HFC-236cb

1,340

CHF2CHFCF3

HFC-236ea

1,370

CF3CH2CF3

HFC-236fa

9,810

CH2FCF2CHF2

HFC-245ca

693

CF3CHFCHFCF2CF3

HFC-43-10mee

1,640

CH2F2

HFC-32

675

CHF2CF3

HFC-125

3,500

CH3CF3

HFC-143a

4,470

CH3F

HFC-41

92

CH2FCH2F

HFC-152

53

CH3CHF2

HFC-152a

124

     

ჯგუფი II

 

CHF3

 

HFC-23

14,800

 

მუხლი II. 1999 წლის შესწორებასთან დამოკიდებულება

არც ერთ სახელმწიფოს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას არ შეუძლია ამ შესწორების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირება, თუ მას მანამდე ან ერთდროულად არ მოუხდენია ასეთი ინსტრუმენტის დეპონირება 1999 წლის 3 დეკემბერს პეკინში მხარეების მე-11 შეხვედრაზე მიღებული შესწორებისთვის.

 

მუხლი III. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან და ამ კონვენციის კიოტოს ოქმთან დამოკიდებულება

ეს შესწორება არ არის განზრახული იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ჰიდროფტორნახშირბადების მიღებაზე გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის მე-4 და მე-12 მუხლებით და მისი კიოტოს ოქმის მე-2, მე-5, მე-7 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში.

 

მუხლი IV. ძალაში შესვლა

1. ქვემოთ მოცემული მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, ეს ცვლილება ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვარს, იმ პირობით, რომ ცვლილების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ოცი ინსტრუმენტი დეპონირებული იქნება იმ სახელმწიფოების ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არიან ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის მონაწილეები. თუ ამ თარიღისთვის ეს პირობა შესრულებული არ იქნება, შესწორება ძალაში შევა ამ პირობის შესრულების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

2. ოქმის მე-4 მუხლის ცვლილებები, არაწევრ მხარეებთან ვაჭრობის კონტროლი, რაც განსაზღვრულია ამ ცვლილების პირველი მუხლით, ძალაში შევა 2033 წლის 1 იანვარს იმ პირობით, რომ შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სულ მცირე სამოცდაათი ინსტრუმენტი დეპონირებული იქნება იმ სახელმწიფოების ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არიან ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის მონაწილეები. თუ ამ თარიღისთვის ეს პირობა შესრულებული არ იქნება, ცვლილება ძალაში შევა ამ პირობის შესრულების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

3. პირველი და მე-2 პარაგრაფის მიზნებისთვის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ დეპონირებული ნებისმიერი ასეთი ინსტრუმენტი არ ჩაითვლება ასეთი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული ინსტრუმენტების დამატებად.

4. ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, როგორც განსაზღვრულია პირველი და მე-2 პარაგრაფებით, ოქმის მონაწილე ნებისმიერი სხვა მხარისთვის ცვლილებაა ძალაში შევა მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

 

მუხლი V. დროებითი გამოყენება

ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ამ ცვლილების მისთვის ძალაში შესვლამდე განაცხადოს, რომ ის დროებით გამოიყენებს 2J მუხლით განსაზღვრულ კონტროლის ღონისძიებებს და შეასრულებს მე-7 მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგების ვალდებულებებს ცვლილების მისთვის ძალაში შესვლამდე.