„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს N040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს N040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016115
009
20/10/2023
ვებგვერდი, 20/10/2023
110060000.70.082.016115
„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს N040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №009

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 აგვისტოს №040 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016053) განსაზღვრული საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს გენერალური პროკურორის  გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე