დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31-79 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.35.101.017145 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში“ (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „4. დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ მას არ ახლავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული იმ პირის წერილობითი ნება, რომელიც არაიდენტიფიცირებადი სუბიექტია. 5. ავარიულ სახლში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული პირის გარდაცვალებისას, კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, დასაშვებია სამკვიდროს მმართველმა გამოხატოს ნება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“; ბ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „12. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავარიული მრავალბიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაიცვას არაიდენტიფიცირებადი სუბიექტის ინტერესები ახალ აშენებულ შენობაში შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის გზით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობა, როგორც პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარე, უფლებამოსილია არაიდენტიფიცირებადი სუბიექტის სასარგებლოდ განახორციელოს საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 13. გარდა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არარსებობისა, ამ წესის მიზნებისთვის, სუბიექტი არაიდენტიფიცირებადად მიიჩნევა, თუ მისი ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტი ვერ დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობისა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ შედგენლი კრების ოქმით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები