„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31-78
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260300.35.101.017144
31-78
20/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
010260300.35.101.017144
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31-78

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/02/2019; №010260300.35.101.016576) და დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესის“ (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ფედერაციის ან რაგბის კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემოპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი,  შესაძლებელია შემდეგნაირად:

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

I ადგილი

10 000 ლარი

II ადგილი

8 000 ლარი

III ადგილი

5 000 ლარი

 5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდენენ ქალაქ თბილისის სახელით და რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:

პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატი

I ადგილი

10 000 ლარი

II ადგილი

8 000 ლარი

III ადგილი

5 000 ლარი

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე