„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31-77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017143
31-77
20/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
010260030.35.101.017143
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31-77

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს „ჰ14“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ ქვეპუნქტი:

„ჰ 15) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და სკვერებში ღონისძიების გამართვის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების მიღება და რეაგირება.“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ“ ქვეპუნქტი:

უ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და სკვერებში ღონისძიების გამართვის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების მიღება და რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე