დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016437 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „თავდაცვის კოდექსი“ და „მობილიზაციის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; გ) სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვის ორგანიზება; დ) რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას; ბ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას; გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისთვის აუცილებელ სამუშაოთა (გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება) შესრულებას; დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრებში წარდგენას; ე) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვის, გამოძახების, გაწვევის, გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადებისთვის აუცილებელ ღინისძიებათა განხორციელებას; ვ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ საქართველოს კანონის „თავდაცვის კოდექსი“ მოთხოვნათა დაცვის კონტროლს; ზ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას; თ) ხობის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) სხვა დავალებების შესრულებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აწარმოოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა;“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში მერს წარუდგენს წინადადებებს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისთვის მომზადების, სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები