„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31-76
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.101.017142
31-76
20/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
040110000.35.101.017142
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31-76

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110000.35.101.016095) და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

ა) მე- 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 81. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებულ  ნარჩენებზე აუქციონის გამოცხადების წესი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებულ  საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული  ერთგვაროვანი  ნარჩენის განკარგვის მიზნით აუქციონის გამოცხადებისას  გამოიყენება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული წესი.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეები ბეს იხდიან აუქციონატორის ანგარიშზე, რომელიც განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული წესის 71 მუხლის შესაბამისად, ხოლო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმებისთვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“, ამასთან აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებისთანავე გამარჯვებულის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება აუქციონატორის მომსახურების საფასურს, განკარგოს შეხედულებისამებრ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე