„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017746
382
19/10/2023
ვებგვერდი, 20/10/2023
200090000.22.033.017746
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №382

2023 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართ №II-06-ს („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“)  დაემატოს თანდართული რედაქციის დეკლარაციის დანართი „ე“.

 2. 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. დეკლარაციის დანართ „ე“-ში პირი ვალდებულია ასახოს მიღებული მომსახურებისთვის ფულადი ფორმით განხორციელებული ანაზღაურება (რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან), მისი ფაქტობრივად გაცემის საანგარიშო თვის მიხედვით, სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:

ა) პირველ–მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში მითითებული ნომერი ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი და რეზიდენტობა;

ბ) მე-5 სვეტში მიეთითება მომსახურების სახე (განაცემის მიმღების მიერ გაწეული მომსახურების შინაარსი);

გ) მე-6 სვეტში მიეთითება განაცემის ოდენობა (თანხა), რომლითაც ანაზღაურდა მომსახურება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი