ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 01/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.007.047
  • Word
178
01/02/2005
სსმ, 12, 01/02/2005
170.020.020.22.027.007.047
ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.007.047

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №178

2005 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 სექტემბრის №1025 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებაში (სსმ III, 2003წ., №103, მუხ. 879) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ” ქვეპუნქტი:

ვ) არაჯეროვნად ასრულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნ” ქვეპუნქტი:

ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. პაპუაშვილი