დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 379 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017744 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 61-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საბაჟო საწყობი;“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას აგრეთვე ექვემდებარება: ა) საბაჟო ორგანოს საწყობი; ბ) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2): ბ.ა) მე-2 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტები, გარდა „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა“ და „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“; ბ.ბ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისა“.“. 2. 611 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) საბაჟო საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია;“; ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ბ.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ბ.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.“; გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „1 1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს საწყობისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია; ბ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე) შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია.“. 3. 612 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც ამავე კოდის მინიჭებისას ასახულია ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ან აღრიცხვის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები