დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 377 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/10/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017742 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.“. 2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-8 პუნქტები: „6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დროის გარკვეული პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხორციელდება საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ამ თავით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა სრულდება საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმის (დანართი №16) შედგენით და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად საგადასახადო/სამართალდამცავი ორგანოსათვის გაგზავნით. 8. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №19) დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოში პირის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, ინვენტარიზაციის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ამ წესის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის გაუთვალისწინებლად შეწყვიტოს ინვენტარიზაციის პროცედურა და „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი (დანართი №19) შესაბამის დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს საგადასახადო ორგანოს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები