„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.017426
938
20/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
170040000.22.027.017426
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №938

2023 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი: 170040000.22.027.014413) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თუ გარიგება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება და მისი მხარე წარმოდგენილია უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობით, გარიგება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, საჯარო აქტის ფორმით.“.

2. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. თუ გარიგება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება და მისი მხარე არის ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), გარიგება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, საჯარო აქტის ფორმით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე