საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე"

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 31/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.044
  • Word
44
28/01/2005
სსმ, 11, 31/01/2005
200.120.000.22.033.007.044
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.044

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 44

2005 წლის 28 იანვარი

. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის 188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49- მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის 188 ბრძანებაში (საქართველოს საკანონ-მდებლო მაცნე III, 2004., 35, მუხლი 293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

) აქციზური მარკების სამმართველო;

) ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო;

) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;

) ადმინისტრაცია (აპარატი)”.

2. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. აქციზური მარკების სამმართველო

აქციზური მარკების სამმართველო ვალდებულია:

) უზრუნველყოს აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;

) მოამზადოს წინადადებები აქციზური მარკების დაბეჭდვის ორგანიზებისთვის”.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

,,მუხლი 101. ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო

ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო ვალდებულია:

) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გადამხდელებისათვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებზე ლიცენზიების გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათი რეესტრის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ლიცენზიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

) აღრიცხოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული აქციზური საქონელი;

) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კონტროლის ღონისძიებები”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ნოღაიდელი