„2024-2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 თებერვლის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024239
406
17/10/2023
ვებგვერდი, 17/10/2023
190020010.10.003.024239
„2024-2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 თებერვლის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2023 წლის 17 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„2024-2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 თებერვლის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024-2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 თებერვლის №90 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2023, 190020010.10.003.023923) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი/პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოსთვის „საშუალოვადიანი ეკონომიკური რეფორმების“ (Economic Reform Program) პროგრამის დოკუმენტის მომზადებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი