გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016048
189
13/10/2023
ვებგვერდი, 18/10/2023
000000000.00.148.016048
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №189

2023 წლის 13 ოქტომბერი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის82 განკარგულებით სოფელ ბერშუეთში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის – 6 ქუჩისთვის და6 ქუჩის I, II, III და IV შესახვევის და ასევე I შესახვევის I ჩიხის და II შესახვევის II ჩიხის ძველი სახელწოდების გადარქმევას და6 ქუჩისთვის გიორგი ტარსაიძის სახელის, ხოლო6 ქუჩის I, II, III და IV შესახვევს და ასევე I შესახვევის I ჩიხის და II შესახვევის II ჩიხისთვის  გიორგი ტარსაიძის ქუჩის I, II, III და IV შესახვევის და ასევე I შესახვევის I ჩიხის და II შესახვევის II ჩიხის დარქმევას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულების 26-ე პუნქტით დამტკიცებული №7 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს  №6 ქუჩას და №6 ქუჩის I, II, III და IV შესახვევს და ასევე I შესახვევის I ჩიხს და II შესახვევის II ჩიხს გადაერქვას სახელწოდება და №6 ქუჩას ეწოდოს გიორგი ტარსაიძის სახელი, ხოლო №6 ქუჩის I, II, III და IV შესახვევს და ასევე I შესახვევის I ჩიხს და II შესახვევის II ჩიხს  გიორგი ტარსაიძის ქუჩის I, II, III და IV შესახვევი და ასევე I შესახვევის I ჩიხი და II შესახვევის II ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                            დავით რაზმაძე