გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში არსებული მე-5 ქუჩის II-ჩიხის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში არსებული მე-5 ქუჩის II-ჩიხის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/10/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016046
187
13/10/2023
ვებგვერდი, 18/10/2023
000000000.00.148.016046
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში არსებული მე-5 ქუჩის II-ჩიხის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №187

2023 წლის 13 ოქტომბერი

ქალაქი გორი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში არსებული მე-5 ქუჩის II-ჩიხის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 6 სექტემბრის №20-2023249110 წერილი, რომლითაც მოთხოვნილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს მე-5 ქუჩიდან შემავალი გზისთვის, რომლის კოორდინატებია საწყისი X=411813.0723 Y=4635130.41; საბოლოო X=411854.1886 Y=4635028.1798, ჩიხს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, მდინარე, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.441, 66.61.03.106, 66.61.03.398, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები, 66.61.03.068, 66.61.03.069, 66.61.03.185 ეწოდოს მე-5 ქუჩის II-ჩიხი.

იქიდან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილები მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში არსებული მე-5 ქუჩიდან შემავალ გზას, რომლის კოორდინატებია საწყისი X=411813.0723 Y=4635130.41; საბოლოო X=411854.1886 Y=4635028.1798, ჩიხს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები, მდინარე, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.61.03.441, 66.61.03.106, 66.61.03.398, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები, 66.61.03.068, 66.61.03.069, 66.61.03.185 ეწოდოს მე-5 ქუჩის II-ჩიხი.

2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს გორის მუნიციპალიტეტის მერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოს ერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          დავით რაზმაძე