დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024233 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 240110000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ მსხვილფეხა საქონელი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და დაიკვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან 30 დღის განმავლობაში.“. 2. „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №3) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია დასაკლავად განკუთვნილი იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ წვრილფეხა საქონელი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული კონტროლის გავლიდან, დაიკვლება არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.“. 3. „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №4) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. იმპორტირებული ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი ღორის ხელახალი იდენტიფიკაცია არ არის სავალდებულო, თუ ღორი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და დაიკვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები