„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 24-59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 13/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016754
24-59
22/08/2023
ვებგვერდი, 17/10/2023
480610000.03.030.016754
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ნოტა

Gz.: Wz-445.11                                                                თბილისი, 2023 წლის 12 ივლისი

ბატონო მინისტრო,

მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით 2023 წლის 20 ივნისის სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ შემდეგი პროექტების ხელშეწყობას

ა) „პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში“ მაქსიმუმ 4.500.000 (სიტყვიერად: ოთხი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

ბ)  „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში“ მაქსიმუმ 3.500.000 (სიტყვიერად:  სამი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

გ) „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში“ მაქსიმუმ 1.500.000 (სიტყვიერად:  ერთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

დ) „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“  მაქსიმუმ 500.000 (სიტყვიერად:  ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.

მის აღმატებულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

ბატონ ილია დარჩიაშვილს

თბილისი

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას მაქსიმუმ 10.000.000 ევროს (სიტყვიერად: ათი მილიონი ევრო) ოდენობით. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროექტების განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), ხოლო პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებას – ფიზიკურ-ტექნიკურ ფედერალურ სამსახურს (PTB). 
  1. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში, რომლებიც უნდა დაიდოს მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც იგი დააკისრებს პროექტების განხორციელებას, შეასრულონ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
  1. თანხმობები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მათი შეცვლა სხვა პროექტებით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. ამ თანხების თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2028 წლის 20 ივნისს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები დაიდება იმ თანხების მხოლოდ ნაწილზე, რომლებზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.
  1. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს განმახორციელებელ ორგანიზაციებს ყველა იმ პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება პირველ პუნქტში აღნიშნულ პროექტებთან ან მე-3 პუნქტში აღნიშნული განხორციელების ხელშეკრულებებისა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით იმპორტირებულ საგნობრივ საქონელს, მათ შორის, მოწყობილობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, ყველა იმპორტისა და ექსპორტის გადასახადისგან, საპორტო და სასაწყობო გადასახდელებისგან და სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან და უზრუნველყოფს, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გაფორმება.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან ამ გადასახადებისგან გათავისუფლების გზით.
  1. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მათ შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტების თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. შეთანხმების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
  1. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე ეთანხმება პირველიდან მე-12 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

(ხელმოწერილია)

საქართველოს საპასუხო ნოტა

01/28661

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, გამოვხატო ღრმა პატივისცემა და დაგიდასტუროთ 2023 წლის 12 ივლისით დათარიღებული ნოტის მიღება, რომელშიც ვკითხულობთ:

„მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით 2023 წლის 20 ივნისის სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ შემდეგი პროექტების ხელშეწყობას

ა)   „პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში“ მაქსიმუმ 4.500.000 (სიტყვიერად: ოთხი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

ბ)   „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში“ მაქსიმუმ 3.500.000 (სიტყვიერად:  სამი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

გ)   „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში“ მაქსიმუმ 1.500.000 (სიტყვიერად:  ერთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

მის აღმატებულებას

გერმანიის ფედერაციული

რესპუბლიკის ელჩს

ბატონ ერნსტ პეტერ ფიშერს

ქ. თბილისი

დ) „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“  მაქსიმუმ 500.000 (სიტყვიერად:  ხუთასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით;

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.

  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას მაქსიმუმ 10.000.000 ევროს (სიტყვიერად: ათი მილიონი ევრო) ოდენობით. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროექტების განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), ხოლო პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებას – ფიზიკურ-ტექნიკურ ფედერალურ სამსახურს (PTB). 
  1. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში, რომლებიც უნდა დაიდოს მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც იგი დააკისრებს პროექტების განხორციელებას, შეასრულონ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ, იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
  1. თანხმობები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მათი შეცვლა სხვა პროექტებით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. ამ თანხების თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2028 წლის 20 ივნისს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები დაიდება იმ თანხების მხოლოდ ნაწილზე, რომლებზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.
  1. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს განმახორციელებელ ორგანიზაციებს ყველა იმ პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება პირველ პუნქტში აღნიშნულ პროექტებთან ან მე-3 პუნქტში აღნიშნული განხორციელების ხელშეკრულებებისა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით იმპორტირებულ საგნობრივ საქონელს, მათ შორის, მოწყობილობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, ყველა იმპორტისა და ექსპორტის გადასახადისგან, საპორტო და სასაწყობო გადასახდელებისგან და სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან და უზრუნველყოფს, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებლივი გაფორმება.
  1. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან ამ გადასახადებისგან გათავისუფლების გზით.
  1. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მათ შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტების თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. შეთანხმების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
  1. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
  1. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე ეთანხმება პირველიდან მე-12 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.“

მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების 2023 წლის 12 ივლისის ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ნება მიბოძეთ, ბატონო ელჩო, დავადასტურო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

2023 წლის 22 აგვისტო

(ხელმოწერილია)